თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქობულეთში მე-12 კლასელები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში მოყვნენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა გუშინ პირველი სკოლის მახლობლად, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ გამზირზე მოხდა.
ავტოავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქობულეთის 2-ე საჯარო სკოლის ორი მე-12 კლასელი, რომლებიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება.
როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, მათ მცირე ნაკაწრები აღენიშნებოდათ, ახალგაზრდებმა ძირითადად ნერვული სტრესი მიიღეს. ამ დროისთვის ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 4 ავტომობილი, ისინი შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით გადაიყვანეს.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.