საქართველომ მშვიდობა პრაგმატული პოლიტიკით შეინარჩუნა - პრემიერი

საქართველოს პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელშიც ასახულია ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება თავისი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით შეძლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესებს, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.

„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები... ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკის გატარებით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება შეძლო", – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქვეყანა დაიღალა ომებით და ახლა მას განვითარება და მშვიდობა სჭირდება.
„არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, არც ევროკავშირის, ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ?" – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ასახავს ქვეყნის, ხალხის ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანიც ქვეყნის გაერთიანებაა.