ბაქო-ანკარის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა

მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ავიაკომპანია Buta Airways-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-ანკარის რეისს ასრულებდა, სასწრაფო დაშვება მოითხოვა თბილისის აეროპორტში, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა და თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უვნებლად დაეშვა.
მგზავრისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თვითმფრინავი ანკარაში გაფრინდა.