თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აშშ-ის საჰერო-კოსმოსურმა ძალებმა 11 მაისს ალასკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი „აღმოაჩინა, ამოიცნო და ჩაიჭირა“, იტყობინება ამერიკული მედია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩრდილოამერიკულ სარდლობაზე (NORAD) დაყრდნობით.
ამასთან სარდლობა, რომელიც აშშ-ისა და კანადის საჰაერო სივრცის დაცვაზე აგებს პასუხს, ხაზს უსვამს, რომ რუსულ ხომალდებს არცერთი ამ ქვეყნის საზღვარი არ დაურღვევიათ — ბომბდამშენ ТУ-95-ებს, ტანკერ Ил-78-ებსა და გამანადგურებელ СУ-35-ებს საერთაშორისო საჰაერო სივრცე არ გადაულახავთ და აშშ-ისა და კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შესულან.
აქვე აღინიშნება, რომ რუსულმა ხომალდებმა ალასკის მახლობლად მაშინ გაიფრინეს, როდესაც შტატის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური სამხედრო სწავლება ტარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჭერის ოპერაციაში გამანადგურებელი F-16-ები, F-22-ები, KC-135 Stratotankers და რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი E-3 AWACS მონაწილეობდნენ.
NORAD-ის ცნობით, აღნიშნულ ზონაში რუსეთის ხომალდები წელიწადში 15-ჯერ მაინც ჩნდებიან და ეს საფრთხედ არ მიიჩნევა.