თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმების 49,86%-ს აგროვებს, მისი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ - 44,38%-ს მას შემდეგ - თურქეთის საყოველთაო არჩევნებზე ბიულეტენები ურნების 90,61%-დან დაითვალეს, იტყობინება სახელმწიფო ტელეარხი „ანადოლუ“.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კვირას, 14 მაისს გაიმართა. სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, „რესპუბლიკური ალიანსის ერთიანი კანდიდატის ძირითადი ოპონენტია ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ. არჩევნებში ასევე 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი მონაწილეობს.
თუ ხმების 50%-ს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ქვეყანაში საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 88,19% შეადგინა, ხოლო 73 ქვეყნის უცხოურ მისიებში და სასაზღვრო პუნქტებზე - 45,5%.
წყარო - „ანადოლუ“