ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაო მოიპოვეს

ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგო და გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაო მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ნახევარფინალში იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ, თუმცა მესამე ადგილისთვის მატჩში მათ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. ბრძოლები ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიგეს.
ძიუდო: დოჰაში ქართული ფინალი გაიმართა >>
ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე პირად ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.
მედლებთან ერთად მნიშვნელოვანი დამატება იქნება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური კვალიფიკაციის სარეიტინგო ქულები. კონკურსის საპრიზო ფონდი 800 ათასი ევროა.