მსოფლიო დღეს

სროლა Mercedes-ის ქარხანაში: არის მსხვერპლი

Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. გერმანიის ქალაქ სინდელფინგენში (ბადენ-ვიურტემბერგი) „მერსედესის“ ქარხანაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება გერმანული გაზეთი Bild პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით.
სამართალდამცველებმა მომხდარის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 07:45 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერთო.
გარდა სამართალდამცველებისა, ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები და ექიმები.
ამ დროისათვის მსროლელი დაკავებულია, თუმცა მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.