ექსპერტი პირდაპირ ფრენებზე: ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ევროკავშირი იყენებს ორმაგ სტანდარტებს, როდესაც მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის კონტექსტში, მაშინ, როდესაც ასეთი რეისები თურქეთიდან არ შეწყვეტილა, განუცხადა РИА Новости-ს პოლიტოლოგმა, სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ.
ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ კომენტარი გააკეთა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიაფრენების აღდგების შესახებ და განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.

„საქართველოსთვის არ შეიძლება, ხოლო თურქეთისთვის – შეიძლება. სამწუხაროდ, დასავლეთში ორმაგი სტანდარტები მრავალი წელია დამკვიდრებული პრაქტიკაა და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა მამრაძემ.

მისი თქმით, ასევე გასაკვირი არაა ევროკავშირის მოთხოვნების „მოქნილობა“ რეგიონული ორგანიზაციის პოტენციური წევრების მიმართ.
„რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ახლა, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის პარამეტრები არაფერს ნიშნავს. ევროპელებს შეუძლიათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და კვლავ უარის თქმა ნებისმიერ რამეზე გამოკიდებით“, – დასძინა მამრაძემ.
დაახლოებით 600 უმსხვილესი დასავლური კომპანია მილიარდიანი ბრუნვით რუსეთში დარჩა, აღნიშნა ექსპერტმა.
„და ამის მერე როგორ შეიძლება საქართველოს თითის ქნევით დაემუქრო?“ – განაცხადა ექსპერტმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს შეასრულებენ მხოლოდ ის ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ მოხვდნენ.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სანქციებს
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ – წლის ბოლოს.