თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ბუზალაძემ დიდ წარმატებას მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. შოუში მონაწილეობისას ქართველი მომღერალი ამერიკულმა კომპანიამ შენიშნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი კომპანია დაიტერესდა ბუზალაძით. თუმცა, ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ უკვე მუშაობს ახალ ამერიკულ ალბომზე.
„მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამერიკაში ყოფნა და ამ პროექტში მონაწილეობა. ძალიან ბედნიერი ვარ, ახდა ის, რაზეც ბავშვობაში ასე ვოცნებობდი!" – განაცხადა ბუზალაძემ.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.