თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ევროპის ქვეყნებმა არ უნდა მისცენ უფლება ვლადიმირ პუტინს, დააშინოს ისინი თავისი იმპერიული მოქმედებით, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოცვლისას.
კანცლერის თქმით, არავის სურს იმ დროის დაბრუნება, როდესაც ევროპაში ძლიერის უფლება ბატონობდა, ხოლო პატარა ქვეყნები დიდი ქვეყნების მსახურები იყვნენ.
„დღეს პუტინი გვიჩვენებს თავის რაკეტებს, ტანკებსა და ჯარისკაცებს. ის ჩვენ ვერ დაგვაშინებს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი კვლავაც ურყევი დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, — განაცხადა შოლცმა.
ასე გამოეხმაურა კანცლერი მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს და მასზე ვლადიმირ პუტინის გამოსვლას, რომლის თქმითაც, ევროპამ, რომლის მიზანიც რუსეთის დაშლა და განადგურებაა, უკრაინა „მძევლად აქცია“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყარო: Ser