10 ხერხი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, მაგრამ ამისთვის ვერ იცლის

ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ხანდახან ელემენტარულ ჩვევებზე უარის თქმაც შველის.
Sputnik
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც საკმაოდ სწრაფად და „გმირული“ ძალისხმევის გარეშე სხეულის სასურველ ფორმაში მოყვანაში დაგეხმარებათ.
გაყინული ბოსტნეული დაკონსერვებულის ნაცვლად
კონსერვირებისას ბოსტნეულს უმატებენ შაქარსა და უსარგებლო კონსერვანტებს, რის გამოც ის თავისი ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს. გაყინული ბოსტნეული კი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას და არ შეიცავს ზედმეტ დანამატებს.
ცუკატები და ნიგოზი ნამცხვრების ნაცვლად
თუ კანფეტებსა და ნამცხვრებს ხილით, ცუკატებითა და თხილით ჩაანაცვლებთ, ზედმეტ კილოგრამებს დაიკლებთ და თან ისე, რომ ტკბილზე უარს არ იტყვით. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის, რომ ხილი უზომო რაოდენობით მიიღოთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
კურკოვანი ხილი თესლოვანის ნაცვლად
ატამი, ვაშლატამა, ქლიავი ხელს უწყობს გახდომას და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ზედმეტი წონის დროს სჯობს, უპირატესობა ამ ხილს მივაკუთვნოთ. აქ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დიეტოლოგები ხილის მიღებას მხოლოდ დღის პირველ ნახევარში გვირჩევენ.
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?
ლიფტზე უარი
თუ ლიფტით მგზავრობაზე უარს იტყვით, ერთ თვეში უკვე შედეგს ნახავთ — სასწორის ისარი ნამდვილად ქვევით ჩამოვა, ხოლო ფეხები და დუნდულები უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს.
უარი ცხიმიან არაჟანს
სულ არაა რთული, ცხიმიანი მაიონეზი და არაჟანი მაწვნითა და იოგურტით ჩაანაცვლოთ. შედეგად რამდენიმე თვეში 1-2 კილოგრამს დაიკლებთ.
არჩევანი შავი ყავის სასარგებლოდ
თუ კაპუჩინოს ჩვეულებრივი შავი ყავით შეცვლით, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ზედმეტი კალორიის მიღებას აარიდებთ თავს.
როდესაც ჭამა სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება...>>
შეხვედრები სპორტდარბაზში
თუ ვარჯიშისთვის დრო არ გრჩებათ, პატარა ეშმაკური ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ — დანიშნოთ სამუშაო და მეგობრული შეხვედრები სპორტდარბაზის კაფეში. ამით შესაძლებლობა გაჩნდება, შეხვედრის შემდეგ ნახევარი საათი მაინც ივარჯიშოთ. შეგიძლიათ მეგობრებსა და პარტნიორებს თქვენთან ერთად ვარჯიში და ტრენაჟორზე ვარჯიშისას საკითხების განხილვა შესთავაზოთ.
წაიხემსეთ კაფეში ან რესტორანში წასვლის წინ
ვახშამი რესტორანში 1000 კალორიაზე ნაკლები ნამდვილად არაა. თუ იქ წასვლამდე უცხიმო ბულიონს ან ბოსტნეულის სალათს შეჭამთ, მაშინ ვახშამი 20-30%-ით შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ვახშამზე მთელ პიცას კი არა, მხოლოდ რამდენიმე ნაჭერს შეჭამთ. ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ წელიწადში დაახლოებით 5-7 ზედმეტი კილოგრამის დაგროვებას.
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს
მშველელი არომათერაპია
დიდი ხანია, დამტკიცებულია: სუნი მადაზე მოქმედებს. მაგალითად, ბანანის, მსხლისა და ვაშლის სურნელს მადის დაქვეითება და ტკბილის მოთხოვნილების შემცირება შეუძლია.
მსუბუქი სუპი ძირითადი კერძის ნაცვლად
რამდენიმე კილოგრამი ადვილად გაქრება, თუ არჩევანს ბოსტნეულის ან უცხიმო ხორცის სუპზე შევაჩერებთ და უარს ვიტყვით ძირითად მძიმე კერძზე. პირველი კერძი უფრო კარგად გვაკმაყოფილებს, მაგრამ ნაკლებად კალორიულია.