თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III–ისა და მისი მეუღლე კამილას კორონაციის პატივსაცემად გამართულ პროცესიაში მონაწილე რამდენიმე სამედრო მოსამსახურეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა – მათ გონება დაკარგეს, იუწყება გაზეთი Daily Mail.
გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს საკაცეზე მწოლიარე ქალი სამხედრო ფორმით. აღნიშნულია, რომ ის სამეფო ფლოტის ოფიცერია.
ბრიტანეთის მონარქის ჩარლზ III–ის ოფიციალური კორონაცია ვესტმინსტერის სააბატოში 6 მაისს გაიმართა. ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“.
ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ქვეყანას 70 წლის მანძილზე მართავდა, 2022 წლის 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი – ჩარლზ III გახდა. ჩარლზ მესამის მეუღლე კამილამ კონსორტ-დედოფლის სტატუსი მიიღო.