ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს უსწრებს - ფოტო

მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებლით ინდოეთი ჩინეთს დაეწია.
Sputnik
დედამიწის ყოველი მესამე მოსახლე ჩინეთის ან ინდოეთის მკვიდრია. თითოეულ ამ ქვეყანაში დაახლოებით 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა მოსახლეობის რაოდენობით, თუმცა ახლა მას ინდოეთი დაეწია. გაეროს მოსახალეობის ფონდის პროგნოზით, წლის შუა პერიოდში ინდოეთში 3 მილიონით მეტი ადამიანი იცხოვრებს, ვიდრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
1 / 10

გაეროს პროგნოზებით, წლის შუა პერიოდში ინდოეთში უფრო მეტი მოსახლეობა იქნება, ვიდრე ჩინეთში

2 / 10

ქვეყნის მოსახლეობამ 1,428 მილიარდს მიაღწია

3 / 10

ამავდროულად ჩინეთის მოსახლეობა შეადგენს 1,425 მილიარდს

4 / 10

ამ მომენტისათვის დედამიწის ყოველი მესამე მოსახლე ან ინდოეთის, ან ჩინეთის მოქალაქეა

5 / 10

თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა

6 / 10

მაგალითად, გასულ წელს ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა ექვსი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

7 / 10

ზუსტად რა თანაფარდობა იქნება ახლო მომავალში ინდოეთსა და ჩინეთს შორის, უცნობია, რადგან ასეთი პროგნოზის გასაკეთებლად ზუსტი მონაცემები არ არსებობს

8 / 10

ინდოეთში მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2011 წელს ჩატარდა

9 / 10

აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა. შემდეგი აღწერა 2024 წლისთვის იგეგმება

10 / 10

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთისაზე მნიშვნელოვნად ახალგაზრდაა, ამიტომ სხვაობა მათ შორის მომავალ ათწლეულში მხოლოდ გაიზრდება