თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IIIმასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს II მიკრორაიონის, სამგორი-1 დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის, კაკლიანის, ხომლელის, შტამბერგის, მაჭავარიანის და ზაზა ფანასკერტელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლადნის მასივის VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და სამხარაძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, 9 მარტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს, ასათიანის, ზვიად გამსახურდიას, ლერმონტოვის, ტაბიძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, არეშიძის, რამიშვილის, ვარაზის ხევის, ჯანაშიას, ხორავას, შანიძის, მელიქიშვილის, ბარნოვის, სვანიძის, ინოლა გურგულიას, თარხნიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, ყიფშიძის, მიქელაძის და აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ბაზალეთის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობუს, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბობ უოლშის, ხატაეთის, შერმადინის, ანდრონიკაშვიის, ბარონ დე ბაის, ფატმანის, ნესტან-დარეჯანის, ჭილაძის, ჰუგო ჰუბერტის, ცამეტი ასურელის, ნიკო ბურის, რამაზის, ერედვის, ბერტა ფონ ზუტნერის, თინათინის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ნინო აბაშიძის, ორბელიანის, მინდელიას, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, უნივერსიტეტის, გიორგი დანელიას და ოთარ ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, მარიამ ივანიშვილის-დემურიას, ინტერნატის, ახალმოწამეთა, ელო ანდრონიკაშვილის, ხუდადოვის, დავით იოსელიანის და კეხვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.