მსოფლიო დღეს

აშშ მოგზაურებს COVID-19-ზე აცრის მოწმობას აღარ მოსთხოვს: ცნობილია თარიღი

Sputnik
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს COVID-19-ზე ვაქცინაციის მოთხოვნას ფედერალური თანამშრომლებისთვის, ფედერალური კონტრაქტორებისა და საერთაშორისო ავიამოგზაურებისთვის, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება 11 მაისის დღის ბოლოს ამოქმედდება, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.
როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამინისტრო აცხადებს, 12 მაისიდან შტატების ტერიტორიაზე საჰაერო თუ სახმელეთო გზით შესვლის მსურველ უცხოელებს აღარ მოეთხოვებათ COVID-19-ზე აცრის დამადასტურებელი საბუთი.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის ივნისში გააუქმა აშშ-ის აეროპორტებში უარყოფითი COVID-ტესტის წარდგენის აუცილებლობა, თუმცა სავალდებულო ვაქცინაციის ცნობის მოთხოვნა ძალაში დატოვა.