იდეოლოგიური წინააღმდეგობა – ექსპერტი კონსერვატიულ განწყობებზე საქართველოსა და მსოფლიოში

იმ სახის ლიბერალიზმი, რომლის პროპაგანდაც ბოლო 20 წელია მიდის, უკვე საკმაოდ მოძველდა მათ საკუთარ სამშობლოში, მიიჩნევს ექსპერტი.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დაშორდეს ულტრა–ლიბერალურ შეხედულებებს და კონსერვატიულ ღირებულებებს დაუბრუნდეს; იქ ისინი თავიანთი თვითმყოფადობის, ოჯახისა და სახელმწიფოს გადარჩენას ხედავენ, განაცხადა პოლიტოლოგმა, ყოფილმა ომბუდსმენმა, გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს–ცენტრში.
კონსერვატიული შეხედულებების ერთგულების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გეგმების შესახებ, უნგრეთში 4–5 მაისს მონაწილეობა მიიღოს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების (CPAC) კონფერენციაში.
დევდარიანის განცხადებით, კონსერვატიული განწყობები მატულობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ–სა და ევროკავშირშიც.
„კონსერვატიული განწყობები ძლიერდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შტატებიდან დაწყებული და ევროკავშირით დამთავრებული. საერთოდ ეს იდეოლოგიური დაპირისპირება დღევანდელი ტრენდია. და იმ სახის ლიბერალიზმი, რომლის პროპაგანდასაც, ვთქვათ, ბოლო 20 წელია ეწევიან, საკმაოდ მოძველდა მათ საკუთარ სამშობლოში“, – განაცხადა დევდარიანმა.
მისი თქმით, კონსერვატიული ღირებუილებების ერთგულება განსაკუთრებით იგრძნობა უნგრეთში.
„უნგრეთის ხელმძღვანელობა ევროკავშირის გარკვეული მიმდინარეობების წინააღმდეგ ძალიან ხშირად გამოდის. და ეს იწვევს საყვედურებს, აჭრიან დაფინანსებას, მის წინააღმდეგ იყენებენ სუფთა პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ უნგრეთმა ასე ცხოვრება რაღაცნაირად ისწავლა. რადგანაც ეს ცოცხალი პროცესია“, – განაცხადა მან.
დევდარიანმა მაგალითად მოიყვანა ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა, რომელიც ამბობდა, რომ ლიბერალიზმის შემდეგ არაფერი აღარ იქნება და ეს ბოლო იდეოლოგიაა, ხოლო თავისი ცნობილი წიგნის „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ გამოცემიდან 15–20 წლის შემდეგ აღიარა, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა.
„ამ მცდარი ხაზით ვითარდებოდა ისეთი სუფთა იდეოლოგიური პოსტულატები, რომლებმაც დღეს მარაზმატიკული ფორმულები მოგვიტანა. უკვე იქამდე მივედით, რომ თვალნათლივ ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ უტევენ აგრესიული ტრანსგენდერები შტატების საკანონმდებლო კრებებს“, – განაცხადა დევდარიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე წარდგება>>
პოლიტოლოგმა განმარტა, რომ ადამიანები, რომლებიც თავს დროზე იბრძოდნენ თანაბარი უფლებებისთვის, ახლა წინ გამოაქვთ ორუელის მსგავსი თეზისი, რომ „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“.
„აი, „განსაკუთრებულად“ თანასწორი ადამიანები – გაჩნდა ასეთი კასტა. რა თქმა უნდა, აქედან რაღაც გამოსავალია საპოვნი, ამისთვისაც არსებობენ ფილოსოფოსები, პოლიტოლოგები, მოაზროვნეები, რომლებიც რაღაც ახალი ფორმულის შემოტანას შეძლებენ, რათა კაცობრიობამ არაცალმხრივად, მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობა მიიღოს“, – განაცხადა დევდარიანმა.
მისი თქმით, დასავლური სამყაროს გარდა უზარმაზარი აღმოსავლური სამყაროც არსებობს, ქვეყნები ტრადიციული რელიგიებით, რომლებიც არასდროს მიიღებენ ამ ულტრა–ლიბერალურ მიდგომებს. აქ დაახლოება არ იქნება, ამიტომ ისტორიის ამ დრამატულ მომენტში მნიშვნელოვანია, ამასთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ.
დევდარიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითზე ბევრი რამ ხდება ნათელი. ქვეყანაში რომ არ იყოს ტოლერანტობა, სხვისი კულტურის, ყოფის, წეს–ჩვეულებების, ცხოვრების წესის გაგება, საქართველო ცივილიზაციის ამ გზაჯვარედინზე, უბრალოდ, ვერ გადარჩებოდა.
„იმიტომ, რომ მუდმივად სხვადასხვა დაპირისპირებული ცივილიზაციებისა და იმპერიების წინააღმდეგობების ეპიცენტრში ვიმყოფებოდით. ეს ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ის უნდა გავაცოცხლოთ, შემოვიტანოთ დღევანდელ პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში“, – აღნიშნა დევდარიანმა.
პრემიერის გადაწყვეტილებას, დაესწროს კონსერვატორების კონფერენციას, პოლიტიკოსი მიესალმება. მისი თქმით, განწყობა ქვეყანაში გვკარნახობს, რომ მსგავს პლატფორმებზე ხალხის მოსაზრება უნდა გამოითქვას.
„სხვათა შორის, ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს მხოლოდ თავის ამომრჩეველს, ანუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. ის ქვეყანას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება, მოვისმინოთ, როგორ ჩატარდება ეს კონფერენცია“, – განაცხადა დევდარიანმა.
ლგბტ-ს აკრძალვა და სუვერენიტეტის დაცვა - აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს>>
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4–5 მაისს ჩატარდება. ორგანიზატორების ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი. ქართველი პრემიერი ღარიბაშვილი ვებ–გვერდზე მოხსენებულია, როგორც ერთ–ერთი 52 გამომსვლელს შორის.
წელს კონფერენცია გაიმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ“. კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“.