თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რუსული ბანკი Точка მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარშიც აწარმოებს, აცნობეს Sputnik-საქართველოს საფინანსო ორგანიზაციის პრესსამსახურში.
საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დოლარების, ევროების და რუბლების გარდა, რომელთა გაგზავნაC შესაძლებელია ზოგიერთ ქართულ ბანკში, უკვე შესაძლებელია გადახდები ლარში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.
„ჩვენ Tochka-ში ვეხმარებით მეწარმეებს სხვადასხვა ქვეყნების კონტრაგენტებთან მუშაობაში. მიმწოდებელთა ეროვნულ ვალუტაში ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს და აჩქარებს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას", - აცხადებენ ბანკში.
ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ლარში გადახდების ამოქმედების მიზეზია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთქმედების ტენდენციის მხარდაჭერაა, რომელთა შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 52%-ით გაიზარდა.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-მარტში 73,7%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 666,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც „ტოჩკაში“ აღნიშნეს, სხვა ქვეყნების ბანკებში თანხის გადარიცხვისთვის მეწარმეს სჭირდება უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნა. სავალუტო გადარიცხვის საკომისიო ტარიფზეა დამოკიდებული.
მედიაპლატფორმა BMG-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნულ საკითხს უკვე სწავლობენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მარეგულირებელი სწავლობს, სანქცირებულია თუ არა ეს ბანკი ან მისი მფლობელები და დადასტურების შემთხვევაში ქართულ ბანკებს Точка-სთან ურთიერთობა არ ექნებათ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატიურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას.
ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 2023 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს იყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და „უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის გეგმებში არ შედის“. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.