თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში 29-30 აპრილს ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი, სეტყვა, ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.