მსოფლიო დღეს

კომპანია Mattel-მა დაუნის სინდრომიანი ბარბი გამოუშვა: ფოტო-ვიდეო

Sputnik
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. თოჯინა ბარბის მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა ახალი თოჯინა წარმოადგინა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე გოგონას გამოსახავს, იუწყება CBC News.
თოჯინას აცვია ლურჯ-ყვითელ ყვავილებიანი და პეპლებიანი კაბა. ეს ფერები დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის სიმბოლოა. მას ასევე უკეთია გულსაკიდი სამი ისრით, როლებიც 21-ე ქრომოსომის სამ ასლს წარმოადგენს.
გარდა ამისა, თოჯინას ასევე მოჰყვება ტერფის ორთოპედიული ღაბაშები, რომლებსაც დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ბავშვი იყენებს ფეხის სამაგრად.
გავრცელებული ინფორმაციით, თოჯინა დაუნის სინდრომის ეროვნულ საზოგადოებასთან (NDSS) მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. როგორც Mattel-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა პრეზენტაციაზე, ახალი თოჯინის შექმნის მიზანი თამაშის ფორმით დაუნის სინდრომის სოციალურ სტიგმატიზაციასთან ბრძოლაა.
მანამდე კომპანია Mattel არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მისი მთავარი პროდუქტი — თოჯინა ბარბი ბავშვებს რეალობისგან დაშორებულ წარმოდგენებს უყალიბებს მომხიბლავი გარეგნობის შესახებ. Mattel-მა ბოლო წლებში არა მხოლოდ შეცვალა ბარბის პარამეტრები, რითაც ის უფრო რეალისტური გახადა, არამედ ინვალიდის სავარძლით მოსარგებლე, ფეხის პროთეზიანი და ვიტილიგოიანი თოჯინებიც დაამზადა.
წყარო: CBC News