ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება - შვილიშვილს ბრალი წარუდგინეს

ბრალდებული 77 წლის ბებიას სექსუალური დანაშაულის ჩადენის შემდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 26 წლის მამაკაცს საკუთარი ბებიის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.
აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი დაზარალებულს მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 22 აპრილს დააკავეს.
მას ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც ჩადენილია სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შემზარავი დანაშაული კახეთში: ახალგაზრდა კაცს ბებიის გაუპატიურებას ედავებიან>>
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის მამაკაცს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.