თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის (Real Estate Week) ფარგლებში 20-მდე ქვეყნის რეალტორი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პროექტებსა და პოტენციალს ეცნობა.
კვირეულის ფარგლებში აშშ-ის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და წევრები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ და საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავენ.
Real Estate Week-ის მთავარი ღონისძიება თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში 28-30 აპრილს გაიმართება.
უძრავი ქონების კვირეული ოთხ ძირითად ღონისძიებას აერთიანებს:
NAR-ის (აშშ-ის რეალტორთა ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენცია
უძრავი ქონების ფორუმი
უძრავი ქონების გამოფენა
Caucasus Build-ის სამშენებლო გამოფენა.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას.