მსოფლიო დღეს

ფეხებს ოპერაციით სულ უფრო მეტი მამაკაცი იგრძელებს: ფოტოფაქტი

Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ექიმების თქმით, შეერთებულ შტატებში მამაკაცთა შორის სულ უფრო პოპულარული ხდება ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც კიდურების დაგრძელებაა შესაძლებელი, წერს გამოცემა Sky News.
კიდურების დაგრძელების ოპერაცია — ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხელების ან ფეხების ძვლები გრძელდება. ის ასევე გამოიყენება ჩონჩხის დისპლაზიის სამკურნალოდ, ძვლების ზრდის პრობლემების აღმოსაფხვრელად და სხვადასხვა სიგრძის ძვლების გასათანაბრებლად.
როგორც კალიფორნიელი ქირურგი შაჰაბ მაჰბუბიანი აცხადებს, ბოლო ხუთ წელიწადში საგრძნობლად იმატა იმ მამაკაცთა რიცხვმა, რომლებსაც ამ გზით სიმაღლეში გაზრდა სურთ.
რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მათ შორის არიან 60-65 წლის მამაკაცებიც, რომლებსაც „ჯუჯებზე“ ხუმრობები მობეზრდათ და სურთ არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლიონ.
ქირურგის თქმით, წელს მას 50 მსგავსი ოპერაცია აქვს დაგეგმილი, რაც ორჯერ მეტია სამი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.
როგორც ირკვევა, ოპერაცია ოთხსაათიანია და 75 ათასი დოლარი ღირს. ამ დროს თითოეული ფეხის ბარძაყის ძვლები იჭრება და მათ შიგნით სპეციალური ორთოპედიული ღერძები მაგრდება, რომლებიც მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში დღეში თითო მილიმეტრით გრძელდება დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით.
დროთა განმავლობაში ღეროების გარშემო ახალი ძვლები ყალიბდება, რის შემდეგაც მათ ისევ ქირურგიული გზით იღებენ კიდურებიდან. სპეციალისტების თქმით, პროცესის დასრულებას, როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ძვლების დამაგრძელებელი ღერძების სამართავი პულტი თავად პაციენტებს გადაეცემა, რომელთაც დეტალურად უხსნიან, როგორ უნდა გამოიყენონ მოწყობილობა.
წყარო: Sky News