აჭარაში მეგობარმა მეგობარი მოკლა - დამნაშავე დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები სოფელ განთიადში სახლს არემონტებდნენ.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აჭარის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში მოხდა.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ დაკავებულმა მეგობართან კონფლიქტის დროს მას თავში ბლაგვი საგნით მრავალჯერ ჩაარტყა. შედეგად 38 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე“ დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში მოხდა. ბრალდებული თავის მეგობართან ერთად, რომელიც მისი მსხვერპლი გახდა, სოფელში ერთ-ერთ სახლს არემონტებდა. კონფლიქტის მიზეზი უცნობია.