უშვილობის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი ბავშვი დაიბადა

ამჟამად პროგრამაში 150 წყვილია ჩართული
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. აჭარაში პირველ წყვილს ეყოლა გოგონა უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, იუწყება აჭარის მთავრობა.
ამჟამად პროგრამაში 150 წყვილი მონაწილეობს.
პროგრამა 2022 წელს დაინერგა, პროგრამით სარგებლობენ აჭარაში მცხოვრები 300 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე წყვილები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.
2023 წელს პროგრამის აჭარის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარია გამოყოფილი.