საბერძნეთში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

51 წლის მამაკაცს პოლიცია სირიის მოქალაქეების ქვეყანაში უკანონოდ შეყვანას ედავება.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საბერძნეთში ტრეფიკინგის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“
51 წლის მამაკაცს პოლიცია სირიის მოქალაქეების ქვეყანაში უკანონოდ შეყვანას ედავება. ბერძნული მედიის ცნობით, მას სატვირთო ავტომობილით სირიის 6 მოქალაქე დოკუმენტების გარეშე გადაჰყავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ძარცვა ჰოლივუდური სცენარით: ქართველებმა კვიპროსში 180 ათასი ევროს სამკაულები მოიპარეს >>
სპეცოპერაცია სალონიკის გზატკეცილზე ჩატარდა. დაკავებულს ტრეფიკინგში ბრალი უკვე წარედგინა.