მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ადანას ქუჩები დაიტბორა

დაზიანდა 170 კარავი, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ცხოვრობდნენ
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 50 კილომეტრში მდებარე თურქეთის ქალაქ ადანას ქუჩები ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.
დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე მანქანა, ასევე დაზიანდა 170 კარავი, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ცხოვრობდნენ.
პარასკევს თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციას ძლიერი შტორმი დაატყდა. მძვინვარე სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.