ჰოკეი: ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს

ქართველებმა ავსტრალიის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.
ქართველებმა მეოთხე ტურში ავსტრალიის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს (0:1, 3:0, 0:1).
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატის პირველ წრეში დამაჯერებლად მოუგო ისლანდიის ძლიერ გუნდს ანგარიშით 4:1 (2:0, 1:1, 1:0), მეორე წრეში - ისრაელის ნაკრებს ანგარიშით 7:3 (1:2, 3:1, 3:0), ხოლო მესამეში - ხორვატიის ნაკრებს ანგარიშით 6:0 (1:0, 1:0, 4:0).
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
საქართველოს გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ დღეს საღამოს ხორვატიის ნაკრები ესპანეთს ჩვენთვის მისაღები ანგარიშით დაამარცხებს. ამ დროისთვის ესპანეთს და საქართველოს 12-12 ქულა აქვს, ხორვატიის ნაკრებს – ცხრა.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეიკიავიკში მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის, სადაც მონაწილეობდნენ ისლანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, საქართველოსა და მექსიკის ნაკრებები, ქართულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ საქართველომ მოუგო ბელგიას, ბულგარეთსა და მექსიკას, წააგო ისლანდიასთან. პირველ ადგილზე ისლანდია გავიდა.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
ქართული ჰოკეის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში პირველად 2014 წელს მონაწილეობდა (მესამე დივიზიონში), სადაც ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა