რა გახდა ზუგდიდი-თბილისის მატარებლის შეფერხების მიზეზი

მატარებელი ავარიულად გაჩერდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ზუგდიდი–თბილისის მატარებელი სოფელ ინგირში დაახლოებით ორი საათი იყო გაჩერებული, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 225 მგზავრი იმყოფებოდა, ავარიულად გაჩერდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო.
ტელეკომპანიის ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება ხელოვნურად მოხდა.
ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და მოკვლევის სამუშაოებს აწარმოებენ.