თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში პეტრიაშვილი ლეგენდარულ თურქ მოჭიდავე ტაჰა აკგულს შეხვდა და 4:9 დამარცხდა.
სამმა მოჭიდავემ – შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
წინა დღეებში ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მიიღეს. 18 აპრილს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ედემი ბოლქვაძე (65 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს. შეჯიბრება თავისუფალი სტილით ჭიდაობით დაიწყო, შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. პირველობა 23 აპრილამდე გაგრძელდება.