თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ზოგიერთი გერმანული მედიასაშუალება ყველა ზღვარს გადადის ანტირუსულ გულმოდგინებაში, განაცხადა გერმანიაში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა.
მისი თქით, მათ შორისაა გამოცემა Welt, რომლის პუბლიკაციაც ფაქტობრივად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობისკენ მოუწოდებს.
„Welt-ი მკვლელობისკენ ფაქტობრივ მოწოდებას კუპიურებისა და დათქმების გარეშე ავრცელებს. და სათაურშიც კი გამოაქვს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი გერმანული მედია თავის ანტირუსულ გულმოდგინებაში ყველა დასაშვების ზღვარს გადადის. ეს აღმაშფოთებელია, მაგრამ გასაკვირი აღარ არის“, — აცხადებს ნეჩაევი.
მანამდე, 17 აპრილს, Welt -მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტსა და პოლიტოლოგ ფრედ კაპლანთან, რომელიც მისივე ციტატით იყო დასათაურებული: „ყველაფერი მარტივად დასრულდება, თუ ვინმე პუტინს მოკლავს“.