მსოფლიო დღეს

ილონ მასკმა რაკეტის გაშვება ორი დღით გადადო: ცნობილია მიზეზი

Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ამერიკულმა კორპორაცია SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძიმე რაკეტა Starship-ის პირველი საცდელი ფრენა მინიმუმ ორი დღით გადადო.
ამის თაობაზე თავად ილონ მასკმა დაწერა Twitter-ზე.
მისი თქმით, ფრენის გადადების მიზეზი წნევის სარქველს უკავშირდება, რის გამოც ახლა რაკეტიდან 4600 ტონა ზეცივი საწვავი უნდა ამოტუმბონ.
„როგორც ჩანს, წნევის სარქელი გაიყინა, ამიტომ, თუ ის უახლოეს დროში არ ამუშავდა, გაშვება დღეს აღარ შედგება“, — დაწერა მასკმა საკუთარ აკაუნტზე.
ცოტა ხნის შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:
„დღეს ბევრი რამ ვისწავლე. ახლა საწვავს ვტუმბავ. ცდას რამდენიმე დღეში გავიმეორებ“.
Starship გაშვება 17 აპრილს იყო დაგეგმილი ბოკა ჩიკას (აშშ) ახალი კერძო კოსმოდრომიდან. ფრენის სამზადისი კორპორაციის YouTube-არხით გადაიცემოდა და მას ერთდროულად 500 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.
SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ახალი სისტემის დახმარებით ექსპედიციების ორგანიზებას გეგმავს მთვარეზე და შემდეგ მარსზე.
გეგმის მიხედვით, ფრენა 90 წუთს გაგრძელდება, რა დროსაც Starship 3-4-ჯერ შემოუფრენს დედამიწას და ჰავაის კუნძულების რაიონში დაეშვება წყალზე. მანამდე რაკეტის პირველი საფეხური მექსიკის ყურეში დაბრუნდება — სტატრტის ადგილის მახლობლად.