ბოტოქსი თუ ფილერი: რომელია უფრო უსაფრთხო - ზაზა თელიას რჩევები

ფილერის გამოყენებისას T-ზონა ითვლება ყველაზე საშიშად.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სახის ფორმის შეცვლა ფილერების გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ესთეტიკურ სამედიცინო ცენტრებში.
ფილერების წყალობით, შესაძლებელია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის ნაკვთების მოდელირება. ამ საინექციო პრეპარატით შესაძლებელია დაკორექტირდეს ცხვირის, ღაწვების, ნიკაპის ფორმა, ასევე გაიზარდოს ტუჩების მოცულობა.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილერის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლებელია, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის არის მხედველობის დაქვეითება. ღია წყაროების მონაცემებით, ოფთალმოლოგიური გართულებების 90% ვითარდება იმ ადგილებში ფილერის შეყვანის შემდეგ, სადაც მდებარეობს თვალის არტერიის ტოტები: თვალისა და წარბთაშუა მიდამოებში, ცხვირსა და შუბლზე.
ცნობილი ქართველი დერმატო-ვენეროლოგის, ზაზა თელიას თქმით, ფილერს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.
„როგორც წესი, გამოიყენება ჰიალურონის მჟავა. ნებისმიერი ფილერი, რასაც იყენებენ, ყველა არის დროებითი შედეგი მომცემი - მუდმივი ფილერი არ არსებობს“, - განაცხადა თელიამ.
ამავდროულად, სპეციალისტი არ ურჩევს ფილერის გამოყენებას კანის მწვავე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მედიკამენტების გამოყენების დროს.
ფილერის გამოყენება გარკვეული მედიკამენტების მიღებისას არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ფილერის გამოყენება გარუჯულ კანზე, აღნიშნავს ექიმი.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ფილერს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გვერდითი მოვლენები და ექიმმა უნდა უამბოს პაცინეტს მათ შესახებ ინექციის წინ.
თელია მიიჩნევს, რომ დღეისათვის ბოტოქსი ყველაზე უსაფრთხო მეთოდად ითვლება.
„თუ ჩვენ შევადარებთ, ბოტოქსის გამოყენება უფრო მეტად უსაფრთხოა ვიდრე ფილერის“, - აცხადებს ზაზა თელია.
ექიმი აღნიშნავს, რომ ფილერის გამოყენებისას ყველაზე საშიშია Т-ზონა: შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
ბოტოქსი გამოიყენება 1980 წლიდან დაიწყეს. პრეპარატი გამოიყენებოდა ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში. ის, რომ ბოტოქსს გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს, შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც მკურნალობის დროს გამოვლინდა უნიკალური გვერდითი ეფექტი - პაციენტებს თვალების, შუბლისა და ტუჩების მიდამოებში ნაოჭები გაუსწორდათ.
ძალიან მალე ამ პრეპარატის უნიკალური თვისებებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ. დროთა განმავლობაში ბოტოქსის გამოყენების მეთოდები დაიხვეწა და ის თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყოფელ ნაწილად იქცა.