თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სომხეთში ელექტრომატარებელი სატვირთოს შეჯახების შედეგად რელსებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები, იუწყება Sputnik სომხეთი
ინციდენტი 15 აპრილის საღამოს, კარაკერტი-დალარიკის მონაკვეთზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სატვირთოს მძღოლი და მგზავრი.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა, რამაც მატარებლების მოძრაობის გრაფიკის ცვლილება გამოიწვია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.