თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ქუთაისში 17 და 18 ივნისს სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული ახალი პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
ორგანიზატორები ფესტივალისთვის ემზადებიან, რომელშიც იმერული სამზარეულოს გამოფენის წარდგენას გეგმავენ, ამიტომ ახლა უკვე გამოცხადებულია მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება.
„წარადგინეთ ტრადიციული იმერული კერძების თქვენეული ვარიაციები ან უბრალოდ გაიხსენეთ ის ძველი კერძები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გახსოვთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა გააცნოთ საქართველოს თქვენი ჯადოქრობა, რადგან „გემოფესტზე“ ქუთაისში მთელი საქართველო შეიკრიბება“, - წერენ ორგანიზატორები.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ვირტუალური ანკეტა ამ ბმულზე.