თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მეთიუ მილერი დაინიშნა, ნათქვამია სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
„დღეს მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტის მომდევნო ოფიციალურ წარმომადგენლად ვნიშნავ. მე უზარმაზარი სარგებელი მივიღე მეთის სიბრძნიდან, მთავრობაში მისი მუშაობის გამოცდილებიდან და საგარეო პოლიტიკის ღრმა ცოდნიდან“, — ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ მეთიუ მილერისთვის, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროს პრეს-სპიკერი იყო, ხოლო რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეროვნული უშიშროების სამსახურში კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, უცხო არ არის „რთულ გლობალურ პრობლემებზე ორიენტირება და მსჯელობა“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი 17 მარტს წავიდა თანამდებობიდან სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო. პოსტზე ის დროებით მისმა მოადგილემ ვედანტ პატელმა ჩაანაცვლა.