თბილისის შვიდ უბანს ელექტროენერგია გაეთიშება

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზუგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, სოლოღაშვილის, ჩოხელის, გოგიძის, ნოზაძის, ფერაძის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, ქოშიგორის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, ონიაშვილის და ცხინვალის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ჭოველიძის, შოთა მილორავას, ერეკლე ტატიშვილის და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქერჩის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, ზაჰესის, გახოკიძის, დავით ჯავრიშვილის და ნაზი შამანაურის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ზნაურის, საინგილოს, კაიშაურის, სომხეთის, თამაზ მუჯირიშვილის, მაქსიმე შარაძის, მიხეილ მრევლიშვილის, ნაქერალას, ფშავის, ახალუბნის, გალავნის, ბეღლეთის, აბაშვილის, გიორგი აბრამიშვილის, ოძისის, კიკეთის, ნიაბის, ჟონეთის, რუისპირის, შილდის, გოლოვნის, მთავარანგელოზის, ბეთანიის, ბზიფის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვალეთის, კაიშაურის, გედევანიშვილის, კონსტანტინე ერისთავის, სათემოს, ხალუბნის, ალადაშვილის, ხივინის, მახათას, მარინე თბილელის, რაზიკაშვილის, ლადო მესხიშვილის, ობსერვატორიის, აბულის, ნასაკირალის, თეძამის, მარტყოფის, კვესეთის, შაქრიანის, ერევნის, იუსტინე აბულაძის, დმანისის, სევანის, გალავნის, გუმბრის და სამრეკლოს ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის ნაკვეთების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ლეკიშვილის, რეზო გაბაშვილის, ლევან რჩეულიშვილის, ავეტიკ ისააკიანის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ავშნის, მონადირის, მუხიანის, ანაპის 414-ე დივიზიის და ძმები ჭილაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, მოლითის, კნოლევის, ოქტომბრის, ღრმაღელეს, მაგნიტოგორსკის, დაისის, ჭყონდიდელის, ღოღობერიძის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, რაფიელ ერისთავის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების II, VII, VIII, X, XI ქუჩების, კალოუბნის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.