თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე 20 სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრება, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია.
ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქში 17-დან 23 აპრილამდე პერიოდში გაიმართება.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დუშეთში ემზადება, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი შეკრებაზე გორში გაემგზავრა.
ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის იასპარეზებენ: ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი, იაკობ ქაჯაია.
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, საქართველოსთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან: რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ედემი ბოლქვაძე, გიორგი ელბაქიძე, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, მირიან მაისურაძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.