პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

41 წლის მამაკაცს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მასმედიის ცნობით, ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი პოვიატას პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და ძალის გამოყენებით დამცავი, კოდირებული კარის გაღებას შეეცადა.
მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა ადგილზე მყოფ პოლიციის ოფიცერს. საქართველოს მოქალაქე ადგილზე დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია რა მიზნით შეიჭრა 41 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.