როგორ გამოიყურება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი შემოვლითი გზა - ვიდეო

გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზაზე მრავალკილომეტრიანი საცობები არ არის, თუმცა გადაადგილება აქ მაინც გართულებულია
Sputnik
მძღოლები იძულებულები არიან რიკოთის უღელტეხილს შემოუარონ, რომელიც მეწყერსაშიშროების გამო დაკეტილია. ახალი მაგისტრალის მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი ითვალისწინებს 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობას. როდესაც მშენებლობა დასრულდება, უღელტეხილზე მოძრაობის სიჩქარე 60-დან 120 კმ/სთ-მდე გაიზრდება.
ამ მომენტისათვის საერთაშრისო ექსპერტების მიერ მიმდინარეობს ფერდობების კომპლექსური შესწავლა. როდის გაიხსნება რიკოთის მაგისტრალი, კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მოქმედი შემოვლითი გზა მგზავრობის დროს რამდენიმე საათით ზრდის, რადგან გზის რამდენიმე მონაკვეთზე არ არის ასფალტი და ავტომობილები მიწაყრილზე გადაადგილდებიან.