გორში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ორდღიანი ღონისძიება გორის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გორში 8 აპრილს დაიწყო ძაღლების საერთაშორისო გამოფენები - CAC-CACIB FCI „Georgian Spring” და „Golden Cup 2023”
ძაღლების საერთაშორისო გამოფენები CAC-CACIB FCI “Georgian Spring” და “Golden Cup 2023”
გამოფენა კვირას, 9 აპრილამდე გაგრძელდება. ყოველი დღისთვის 600-ზე მეტი ძაღლია რეგისტრირებული. დაახლოებით 350 მონაწილე სხვა ქვეყნიდანაა.
ღონისძიება გორის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მაყურებლებისთვის შესვლა უფასოა. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია, გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
ძაღლების პატრონების საყურადღებოდ! რა სიახლეები იგეგმება საქართველოში >>