თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ვარკეთილში, სასაფლაოს მახლობლად მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა.
დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის რაიონის თითქმის ყველა მხრიდან ჩანდა.
ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ამ დროისათვის არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.