ტოკიოს კაფეების მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

მანამდე იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელ „მაცუაში“ (Matsuya) ქართული კერძის – შქმერულის გაყიდვა დაიწყეს.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ტოკიოს სამმა ქსელურმა კაფემ ვიზიტორების ქართული კერძებით, მათ შორის აჭარული ხაჭაპურით გამასპინძლება დაიწყო, დაწერა სოციალურ ქსელში იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.
აჭარული ხაჭაპურის გარდა, იაპონურ კაფეებში სტუმრებს შეუძლიათ გასინჯონ ფხალი (ისპანახის, ჭარხლის, ლობიოს), კიტრისა და პომიდვრის სალათა, აჯიკა, ფელამუში. იაპონური კაფეების მენიუში ასევე შეიტანეს ჩაშუშული.
მანამდე იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელ „მაცუაში“ (Matsuya) ქართული კერძის – შქმერულის გაყიდვა დაიწყეს.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში.