უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 29 – შიდა ქართლში, 27 – სამცხე-ჯავახეთში, 20 – გურიაში, 12 – იმერეთში, 9 – ქვემო ქართლში, 3 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 2 – მცხეთა-მთიანეთში და 1 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 305 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 173 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 132 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტებზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის მიზნით შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.