თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრიწის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ლვოვის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, იონა ვაკელის, ქართველიშვილის, დანელიას და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბაქარაშვილის და ქობელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მემედ აბაშიძის, ნანეიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვას, მანაგაძის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ხანძთელის, სხვიტორის, რევოლუციის, ბარისახოს, უწერის, ტრაპაიძის, ყუშიტშვილის, ვარდევანის, ჭრებალოს, გაგრის, ლიბანის, ხეჩუშვილის, ჩიქვანაის, სკოლის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის კენ მიმავალი მაგისტრალის და ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის, გუდამაყრის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.