თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 77-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებს 1311,51 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ბულგარეთსა (1315,74) და ისრაელს (1307,41) შორის იმყოფება.
თებერვალში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი თამაში ჩაატარა – ამხანაგური მატჩი მონღოლეთთან, რომელშიც 6:1 მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში შესარჩევ ტურნირში ნორვეგიას (1:1) დაუზავდა.
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები რეიტინგში 127-ე ადგილზეა და ერთი პოზიციით წინ წაიწია. გოგონები ზიმბაბვესა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის მოხვდნენ.
ფიფას რეიტინგში მამაკაცებს შორის ლიდერები არიან არგენტინის, საფრანგეთისა და ბრაზილიის გუნდები, ქალთა შორის – აშშ, შვედეთი და საფრანგეთი.