ძალიან „მოსახერხებელი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სოციალურ ქსელებსა და პირად საუბრებში თბილისელები მუდმივად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრთნაკადს ვერ უმკლავდება.
Sputnik
პიკის საათებში ავტობუსები და მეტრო გადავსებულია, თუმცა მერია პირობას დებს, რომ ძალიან მალე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბევრჯერ თქვა, რომ მერიის პოლიტიკის თანახმად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში.
თბილისის მერია 2023-2024 წლებში 200 ახალ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის. ამ სიახლის წყალობით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილების რაოდენობა 84 ათასიდან 110 ათასამდე გაიზრდება.
ბოლო წლების განმავლობაში ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდა, ავტობუსების რაოდენობა 655-დან 860-მდე გაიზარდა. თუმცა ეს, აშკარაა, საკმარისი მაინც არ არის.