„საუკეთესო სოლო მოგზაურობა" - Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში სტუმრობას ურჩევს

Conde Nast Traveler-ს სოციალურ ქსელში 3,2 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Conde Nast Traveler-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა XIV საუკუნის გერგეტის სამების ფოტო წარწერით „საუკეთესო სოლო მოგზაურობა 2023 წელს".
გამოცემა Conde Nast Traveler-მა, რომელსაც სოციალურ ქსელში 3,2 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, შეადგინა ადგილების ჩამონათვალი მარტო მოგზაურობის მოყვარულებისთვის.
„სამყარო არასდროს ყოფილა ასეთი სტუმართმოყვარე მარტოხელა მოგზაურებისთვის – მუდმივად გვესმის ახალ პროგრამებზე ისეთი შეხვედრებისთვის, რომლებიც მარტოობასთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანებს, და უსაფრთხოების ზომებზე დისკომფორტთან ბრძოლაში", – ნათქვამია Conde Nast Traveler-ის პოსტში სოციალურ ქსელში.
აჭარამ საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო>>
გამოცემა თავის მკითხველს ურჩევს საქართველოში მოგზაურობას და წასვლას ყაზბეგში, ბორჯომში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, ასევე სხვადასხვა მონასტრის, ეკლესიისა და ღვინის მარნის მონახულებას.
საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ აშშ, მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, რუანდა, ტაილანდი და ინდონეზია.