თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,33%-ით გაიზარდა და 89,88 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,46%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 98,02 პუნქტის ფასით, 8,38% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,03%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,06%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,35% მოგებით 85,72 პუნქტის ფასით.
ვაჭრობა აქციებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 8,7%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 27,5 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 442 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,5–27,75 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,95%-ით და ერთ აქციაზე 7,85 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 191 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,45–7,85 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 3,7%-ით და 22,4 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 234 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,6–23,1 ფუნტის დიაპაზონში.