მსოფლიო დღეს

ტორნადო არკანზასში: დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მასშტაბური ნგრევა ქალაქ ლიტლ-როკში დაფიქსირდა
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. არკანზასის შტატში (აშშ) ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა - ადრე ადგილობრივი ტელეარხი 5news იტყობინებოდა ერთი დაღუპულის შესახებ.
სტიქიის მთავარი დარტყმა შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ლიტლ-როკში დაფიქსირდა - ეს არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არკანზასი. ქალაქში ბევრი შენობა დაზიანდა და დაინგრა. 70 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქალაქის მერმა ფრენკ სკოტ-უმცროსმა განაცხადა 24 დაშავებულის შესახებ. ხუთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იტყობინება გაზეთი Arkansas Democrat Gazette სამედიცინო ცენტრზე დაყრდნობით.
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო <>
არკანზასის გუბერნატორმა სარა ჰაკაბი სანდერსმა უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. მისი თქმით, ხელისუფლება შტატის აღსადგენად რესურსებს არ დაიშურებს. სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში ჩართულია ეროვნული გვარდიაც.