თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე სროლის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, შაბათს ღამით ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ ახალგაზრდას შორის ჩხუბი მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და, სავარაუდოდ, შემთხვევით გაისროლა. გასროლას ერთდროულად ორი ადამიანი შეეწირა.
შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღის აღძრული.